სვლაsvla

მარეგულირებლის სიგნალების ახსნა

ბევრისთვის მარეგულირებელი ერთ-ერთი ყველაზე „საშიში“ თემაა მართვის მოწმობის თეორიაში. რეალურად კი, ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოში მოძრაობის მარეგულირებელ ოფიცერს სულ 3 სხვადასხვა სიგნალი აქვს (სიგნალი, ანუ ხელების პოზიციის კომბინაცია).

სიტუაცია ოდნავ რთულდება, როდესაც ამ სამ სიგნალს გზაჯვარედინზე განვიხილავთ, როცა ყოველი მხრიდან მომავალი ავტომობილი სხვადასხვა წესს ემორჩილება; მაგრამ არც ეს წესებია დაუძლეველი სირთულის. შეეცადეთ მარეგულირებლის ხელები ერთგვარ ღობედ წარმოიდგინოთ — რომელსაც ვერცერთი მანქანა ვერ „გადაახტება“, მის გასწვრივ კი, ზოგჯერ, იმოძრავებს. მოიკრიბეთ ყურადღება და დაიმახსოვრეთ ეს სამი სიგნალი:

სიგნალი 1: ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)

რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

  • ზურგის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
  • მკერდის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
  • გვერდებიდან (ხელების მხრიდან) მომავალი:ურელსო სატრანსპორტო საშუალება მიდის მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ,ტრამვაი მიდის მხოლოდ პირდაპირ
სიგნალი 1 — ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)

სიგნალი 2: მარჯვენა ხელი წინ

რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

  • მარჯვენა ხელის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება
  • ზურგის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის პარალელურად)
  • მკერდის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება მიდის მხოლოდ მარჯვნივ
  • მარცხენა (ჩამოწეული) ხელის მხრიდან მომავალი:ტრამვაი მიდის მხოლოდ მარცხნივ,ურელსო სატრანსპორტო საშუალება — ნებისმიერი მიმართულებით
სიგნალი 2 — მარჯვენა ხელი წინ

სიგნალი 3: მარჯვენა ხელი მაღლა

რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

  • ოთხივე მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდებაყველა ქვეითი ჩერდებაპატრულის, სახანძროს, სასწრაფოს მანქანებიც ჩერდება
სიგნალი 3 — მარჯვენა ხელი მაღლა

მაგალითები გზაჯვარედინზე

უფრო მეტი სიცხადისთვის, დააკვირდით ამ სიგნალებს გზაჯვარედინზე და ნახეთ, რა წესებს ემორჩილება ამ დროს სხვადასხვა მხრიდან მომავალი განსხვავებული ტიპის ტრანსპორტი. (გადართეთ ხედი სურათის ღილაკებით)

სიგნალი 1: ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)
სიგნალი 2: მარჯვენა ხელი წინ
სიგნალი 3: მარჯვენა ხელი მაღლა

ამ განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია აღებულია საიტიდან teoria.on.ge